Thumbnail

PREVIEW | მოურინიო ოთხეულისთვის ბრძოლას სიტისთან მატჩით განაგრძობს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ტოტენჰემ ჰოთსპური კვირას ახალ სტადიონზე მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. გვარდიოლას გუნდს კიდევ 14 ტური აქვს სათამაშო, თუმცა ჩემპიონობის შანსი მანკუნიანელებმა უკვე დაკარგეს - ლივერპული 19 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

გვარდიოლა დილემის წინაშე დგას, გუნდი ან ჩემპიონთა ლიგისთვის ძალებს დაზოგავს პრემიერლიგაში და ეროვნულ თასებზე, ან ყველა ტურნირზე შეეცდება წარმატების მიღწევას. აი ჟოზე მოურინიოს ასეთი სიტუაცია არ აქვს და მისი სპურსი სეზონის ბოლომდე ოთხეულისთვის იბრძოლებს.

მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, ტოტენჰემის სათამაშო ფორმა გუმჯობესდა თუმცა ბოლო პერიოდში ჩავარდნები მაინც აღსანიშნავია, სპურსს ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს - ამას გუნდის ლიდერის ჰარი კეინის ტრავმაც დაემატა, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

ტოტენჰემ ჰოთსპური ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში - რედ ბულ ზალცბურგს დაუპირისპირდება, მანჩესტერ სიტის კი ზინედინ ზიდანის მადრიდის რეალთან მოუწევს თამაში.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ტოტენჰემი
  • ფრე
  • სიტი

⚽ ტოტენჰემს ბოლო 6 ურთიერთშეხვედრიდან სიტის წინააღმდეგ არცერთი მატჩი არ მოუგია, ლონდონელებს - 2 ფრე, 4 წაგება აქვთ.

⚽ ტოტენჰემის სახლში ბოლოს მოგებული 4 შეხვედრიდან, სამში ერთი და იგივე ანგარიში დაფიქსირდა - 2:1.

⚽ ჯამში სპურს სიტისთან ბოლო 6 მატჩში, საშუალოდ - 2.17 გოლი აქვს გაშვებული.

⚽ აგუეროს ბოლო 7 მატჩში, 6 გოლი აქვს გატანილი, ტოტენჰემის წინააღმდეგ 17-ში კი 12 გოლი!

კომენტარები

ბოლო ამბები