Thumbnail

ხელბურთი | მამული ორი ადგილით დაწინაურდა

  • ყვარელი 30:24 ფოთი 
  • მამული 35:14 წყალტუბო 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში განახლდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. ყვარელმა 30:24 მოუგო ქვეყნის ჩემპიონ ფოთის ოქროს ვერძს. მამულმა 35:14 დამარცხა წყალტუბო.

ფოთელებმა პირველი ტაიმი, სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, 16:14 მოუგეს წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, შესვენების შემდეგ კი ნელ-ნელა ჩამორჩნენ, თუმცა ბრძოლა ბოლო წუთებამდე იყო. ყვარელმა ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა თბილისის ქარიშხალას შემდეგ.

თბილისის მამულმა 35-14 მოუგო წყალტუბო პრომეთეს, დააგროვა 6 ქულა, გადაასწრო ფოთსა და აჭარას და გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე, თუმცა, ეს ადგილი დასაცავი ექნება ფოთთან თამაშში. წინაა ყვარელი-წყლტუბოს თამაშიც პირველი წრე ამით დასრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ, 4 გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. 

ყვარელი 30:24 ფოთი 

ყვარელი:  ამონაშვილი - ქიტესაშვილი 11, თეთრაშვილი 8, სურამლიშვილი 4, მიხელიძე 3, თავღორაშვილი 2, სმოიანი 2, მ. ტეტოშვილი, აფციაური, იოსებაშვილი

ფოთი: ჯავახია, კარბაია,  გრიგოლია - გოგია 11, ბჟალავა 6, დარჩია 4, კობახია 2, ბაირამიდი 1, ნ. რურუა, კუპრიევა

მამული 35:14 წყალტუბო 

მამული: გორჯოლაძე - ველიჯანაშვილი 10, ე. ბერიკაშვილი 8, ჩუხატურიანი 8, იაშვილი, ქობალია 2, ა. ბერიკაშვილი 2, მირიანაშვილი 2, ბერიძე, მურჯიკნელი, ჯოხაძე, აა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე.

წყალტუბო: სილაგაძე, კინწურაშვილი - ხეცურიანი 7, კეკუტია 4, ლაღაძე 2, კიკნაძე 1,  დარსაველიძე, კოხრეიძე, ბენდელიანი, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე.

კომენტარები

ბოლო ამბები