Thumbnail

'უნიკალური შესაძლებლობა' - ლიპარტელიანის სემინარები მადრიდში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთის ძიუდოს ფედერაცია ნიკოლოზ შერაზადიშვილს მადლობას უხდის
  • ვარლამ ლიპარტელიანმა ესპანელ ძიუდოისტებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი მომავალი ტურნირებისთვის ესპანეთში ემზადება. ის ნიკოლოზ შერაზადიშვილთან ერთად ვარჯიშობს, რომელიც შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. პარალელურად, ქართველმა ძიუდოისტმა ესპანელ სპორტსმენებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, რასაც ესპანეთის ძიუდოს ფედერაცია გამოეხმაურა.

"ეს დღეებია, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული სტუმარი გვყავს, რომელიც ჩვენი ნაკრების ძიუდოისტებს ეხმარება, რათა უკეთე მოემზადონ ტურნირებისთვის. უნიკალური შესაძლებლობაა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ძიუდოისტთან შეხვედრის. მადლობა ნიკო შერას" - წერს ესპანეთის ძიუდოს ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი წლის პირველ ტურნირს პარიზში იჭიდავებს, სადაც ის გრანდ სლემზე გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები