Thumbnail

ბარსელონამ ლეგანესი გაანადგურა - მესის დუბლი და მე-500 მოგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბარსელონა კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გავიდა
  • კატალონიურმა გუნდმა ლეგანესს 5 გოლი გაუტანა

ბარსელონამ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ლეგანესს 5:0 მოუგო და თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მათი მეტოქე წილისყრის შემდეგ გაირკვევა.

'კამპ ნოუზე' ბარსელონამ მეტოქეს 2 გოლი პირველ ტაიმში გაუტანა და სამი - მეორე ნახევარში. თავი ანტუან გრიზმანმა, კლემენ ლენგლემ, არტურმა და ლიონელ მესიმ გამოიჩინეს. არგენტინელმა ლეგანესს დუბლი შეუსრულა. ლიონელ მესიმ ბარსელონას მაისურით მე-500 გამარჯვება იზეიმა.

მატჩის დაწყებამდე, ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი სტადიონზე კობი ბრაიანტის მაისურით მივიდა.

კოპა დელ რეიზე უკვე 7 მეოთხედფინალისტია ცნობილი: ბარსელონა, ბილბაო, ვალენსია, გრანადა, ვილიარეალი, რეალი და სოსიედადი. ბოლო მეოთხედფინალისტი მირანდეშისა და სევილიას მატჩში გაირკვევა.

ბარსელონა 5:0 ლეგანესი

გოლები: 1:0 გრიზმანი (4), 2:0 ლენგლე (28), 3:0 მესი (59), 4:0 არტური (77), მესი (89

კომენტარები

ბოლო ამბები