Thumbnail
  • საბა ლობჟანიძემ დანიური რანდერსი ოფიციალურად დატოვა
  • ქართველი თურქულ ანაკარგიუჯუსთან კონტრაქტს მალე გააფორმებს

დანიური რანდერსის ოფიციალური გვერდი საბა ლობჟანიძეს დაემშვიდობა და მას წარმატება უსურვა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას თურქულ ანაკარაგიუჯუში გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაფორმდება.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რანდერსში 91 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. ''გუნდის მიზანი იყო საბა ლობჟანიძის გაყიდვა და ფინანსური სარგებლის მიღება, რადგანაც საბას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდებოდა. ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ნაპრალს აჩენს გუნდში, რადგანაც საბა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ძლიერი გუნდი შევკარით, რომელსაც ექვსეულისთვის ბრძოლა შეუძლია'' - განაცხადა რანდერსის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა.

სავარაუდოდ, ლობჟანიძეს თურქული გუნდი ძალიან მალე წარადგენს. 25 წლის ფეხბურთელი რანდერსში დინამო თბილისიდან გადავიდა. საბა ლობჟანიძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 2 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები