Thumbnail

სენსაცია გრან კანარიაზე! ბარსელონამ ქულები აუტსაიდერთან დაკარგა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლას პალმასი 1:1 ბარსელონა.
  • ბარსელონამ ქულები დაკარგა - ბლაუგრანას ატლეტიკო წამოეწია.
  • ლას პალმასი ქულებით ლევანტეს გაუთანაბრდა.

ლა ლიგის 26-ე ტურში ლას პალმასმა ბარსელონას უმასპინძლა. ჩემპიონატის ლიდერს დაგეგმილი სამი ქულა უნდა აეღო აუტსაიდერთან, მაგრამ ასე არ მოხდა. სტუმრებს დაწინაურება მე-8 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ მესის პასის შემდეგ სუარესს ჩიჩისოლამ აჯობა. მე-11 წუთზე მესიმ ჯარიმიდან სცადა გატანა, მაგრამ ჩიჩისოლა ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. მე-20 წუთზე მესიმ მაინც გაიტანა - არგენტინელმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. კატალონიელებმა პირველი ნახევარი 1:0 მოიგეს.

ივან რაკიტიჩი: სირცხვილია, რომ ჩემი მე-200 მატჩი ბარსელონასთან ერთად
მოგებით ვერ აღვნიშნე.

მსაჯმა მეორე ნახევარის 47-ე წუთზე საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა. კალერიმ ვერმაელენი წააქცია, თუმცა არბიტრმა ყურადღება სერხი რობერტოზე გაამახვილა. რობერტომ ურუგვაელი აგირეგარაი დაჩაგრა. ხონათან კალერიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ლას პალმასმა გაძლო და ქულა მოიპოვა. ბარსელონამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. კატალონიელებსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის ქულათა სხვაობა 4-მდე შემცირდა. ლას პალმასს 20 ქულა დაუგროვდა და ლევანტეს გაუთანაბრდა, რომელიც მე-17 ადგილზეა. ლიონელ მესის ერთი გოლი სჭირდება, რათა ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 600-მდე გაზარდოს.

მომდევნო ტურში ბარსელონა ატლეტიკოს ხვდება. ლას პალმასი ვიგოს სელტას ესტუმრება.

სხვა მატჩები
ბეტისი - სოსიედადი 0:0
ალავესი - ლევანტე 1:0 - გოლი: ვიქტორ ლაგუარდია 

კომენტარები

ბოლო ამბები