Thumbnail

'აგრესიული და შემტევი რაგბი უნდა ვაჩვენოთ' - ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შაბათს რუმინეთთან ითამაშებს
  • 'ბორჯღალოსნებმა' 2020 წელს პირველი ღია ვარჯიში გამართეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველ თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც მათი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. ''ბორჯღალოსნები'' ''დინამო არენაზე'' ითამაშებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუმინეთი

ლევან მაისაშვილის გუნდმა 2020 წელს პირველი ღია ვარჯიში უკვე ჩაატარა. მანამდე, მწვრთნელმა ''ბორჯღალოსანთა'' შემადგენლობაც დაასახელა.

დავით კაჭარავა: "საფრანგეთის 3-დღიანი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მატჩისთვის მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო გვქონდა. მსოფლიოს თასის შემდეგ პირველ მატჩს ვატარებთ. მაყურებელს მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ვეცდებით, რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ."

შალვა მამუკაშვილი: "მეტოქე კარგად ცნობილია ჩვენთვის, რადგანაც მათ ყოველწლიურად ვეთამაშებით. რუმინეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს. მათგან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ კონცენტრაციას ვაკეთებთ იმ თემაზე, თუ ჩვენ რას შევთავაზებთ მეტოქეს. მთავარი აქცენტი იქნება იმაზე, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ლამაზი და კარგი რაგბი, რასაც ქომაგი ჩვენგან ელოდება. გავიარეთ დეტალური სავარჯიშოები და ნიუანსები, რომლებიც მოგვეხმარება კარგ თამაშში."

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნაკრების გაწვრთნა. რაგბი ევროპაზე სასწაულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. უნდა ვაჩვენოთ აგრესიული და შემტევი რაგბი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. ამ ტურნირზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ვამბობთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ და შესაბამისად, ეს ამ ტურნირზე უნდა დავამტკიცოთ. ფავორტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება და საკუთარ კედლებში უნდა ვითამაშოთ კიდევ უფრო კარგად. ჩვენთვის ეს თამაში გამოწვევაა."

კომენტარები

ბოლო ამბები