Thumbnail

ფუტსალი | 9:2 ავსტრიასთან! საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 9:2 ავსტრია | გოლები: საიოტი (4), სებისკვერაძე (3), თალესი, ჯვარაშვილი
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანიის შემდეგ ავსტრიაც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ავსტრიის ნაკრებს დიდი ანგარიშით, 9:2 სძლიეს.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მთელი თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმი ასათიანის გუნდმა 6:2 მოიგო. გოლები სიმი საიოტმა და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს. შესვენებამდე ორივე ჰეთთრიკების შესრულება მოასწრეს. აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეითხე გოლი, რომელიც სიმი სიოტმა ვარდნაში, მაკრატელა დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანმა სათადარიგო ფეხბურთელებს მისცა სათამაშო დრო და შესაბამისად, ავსტრიელებზე ზეწოლა ცოტათი შემცირდა. მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს და საბოლოოდ, 9:2 გაიმარჯვეს.

მეშვიდე გოლი სიმი სიოტმა შეაგდო და პოკერი შეასრულა, მერვე გოლი თალესის ანგარიშზეა, საბოლოო ანგარიში კი ჯვარაშვილმა დააფიქსირა. საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფს სათავეში უდგას. 3-3 ქულა აქვთ გერმანიას და კოსოვოს, ავსტრია კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, 1 თებერვალს გამართავს.

საქართველო 9:2 გერმანია

გოლები: 1:0 სიმი საიოტი; 2:0 არჩილ სებისკვერაძე; 3:1 არჩილ სებისკვერაძე; 4:1 სიმი საიოტი; 5:1 არჩილ სებისკვერაძე; 6:1 სიმი საიოტი; 7:2 სიმი სიოტი; 8:2 თალესი; 9:2 ჯვარაშვილი.

📺 ვიდეო: საქართველო 9:2 ავსტრია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები