Thumbnail

ამხანაგური მატჩი | დინამო თბილისმა ვისლასთან წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო თბილისი 2:3 ვისლა კრაკოვი
  • გოლები კაპანაძემ და მექვაბიშვილმა გაიტანეს

ეროვნული ლიგის გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზეა. კახა ჩხეტიანის გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და კრაკოვის ვისლასთან 2:3 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დამთავრდა, მეორე ნახევარში კი 5 გოლი გავიდა. დინამო თბილისმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა მატჩის მიწურულს, მესამე გაუშვა და წააგო. 

ქართული გუნდიდან პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კაპანაძემ გაიტანა. მეორე გოლი კარგად გათამაშებულ კომბინაციას მოჰყვა, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მექვაბიშვილის ზუსტი თავური მოჰყვა. ორივე გოლის ავტორი შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. საბოლოოდ, 3:2 ვისლას სასარგებლოდ. 

დინამო თბ. 2:3 ვისლა

გოლები: 0:1 ბუკსა (58), 1:1 კაპანაძე (64-პენ.), 1:2 ბლაშიკოვსკი (69-პენ.), 2:2 მექვაბიშვილი (84), 2:3 და სილვა (90).

დინამო თბ.: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური, ნინუა, პაპავა, ქარდავა, კუხიანიძე, ქიმაძე, მჭედლიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები