Thumbnail
  • რუმინეთთან რაგბი ევროპის პირველ მატჩში 23-კაციანი შემადგენლობა დასახელდა
  • წლის პირველ მატჩში ანთიმოზ ივერიელის თასი გათამაშდება

'ბორჯღალოსნების' მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. წლის პირველ შეხვედრას, საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან 1 თებერვალს თბილისში, ''დინამო არენაზე“ გამართავს. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს – რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე ის 'ბორჯღალოსნებმა' 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა კი - 6-ჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები მას 8-ჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუმინეთი

აღსანიშნავია, რომ 'ბორჯღალოსნებს' რუმინელებთან საშინაო მატჩი 2003 წლის შემდეგ აღარ წაუგიათ, ყველაზე დიდი სხვაობით კი მეტოქე 2016 წელს, 38:9 დაამარცხეს. შარშან გუნდებმა რუმინეთში, კლუჟში ითამაშეს და საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 18:9 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთის ნაკრებთან

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).

კომენტარები

ბოლო ამბები