Thumbnail

‘კობიმ მითხრა, 17 წელია, ასე დავფრინავო’ - კავაი ლეონარდმა პილოტზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პილოტს, რომელიც კობი ბრაიანტის შვეულმფრენს მართავდა, კავაი ლეონარდიც იცნობდა
  • კლიპერსის ლიდერმა არა ზობაიანზე ილაპარაკა

ლოს ანჯელეს კლიპერსის ლიდერმა კავაი ლეონარდმა განაცხადა, რომ არა ზობაიანი, რომელიც 26 იანვარს, კობი ბრაიანტის შვეულმფრენს მართავდა, მისი პილოტიც იყო. შეგახსენებთ, ლეგენდარული კალათბურთელი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი - მათ შორის პილოტიც.

'ვნახე, რამდენად სწრაფად დაფრინავდა ნიუპორტში'

“კობის შვეულმფრენით გადაადგილებაზე ლოს ანჯელესში გადასვლამდე ველაპარაკე. მე ვნახე, რამდენად სწრაფად დაფრინავდა ნიუპორტში და უკან. კობიმ მითხრა, 17 წელია ამას ვაკეთებო. რამდენჯერმე მეც დამჭირდა იმავე პილოტის მომსახურება. ჩემი სან დიეგოდან ლოს ანჯელესში გადაადგილების მთელი პროცესი ისეთივე იყო, როგორც კობის ფრენის. არა ზობაიანი შესანიშნავი კაცი იყო. ის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი გახლდათ. ეს იყო კაცი, რომელსაც ენდობი და ოჯახსაც ანდობ. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ტრაგედია მოხდა,” - განუცხადა ლეონარდმა ESPN-ს.

ტრაგედიას კობი ბრაიანტის პილოტი, არა ზობაიანიც ემსხვერპლა

კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი, ბევრისთვის კი უსაყვარლესი კალათბურთელი იყო, რომელიც ლეიკერსში 1996-დან 2016 წლამდე თამაშობდა. თავის 20-წლიან შეუდარებელ კარიერაში მან 18-ჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში, ლეიკერსთან ერთად იზეიმა 5 ჩემპიონობა და აშშ-ის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო ოლიმპიური ოქრო (2008, 2012).

მთელი კარიერის მანძილზე მან NBA-ში 33 643 ქულა ჩააგდო და ყველა დროის ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა. მას ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ ახლა, კვირას, ანუ ტრაგედიის დღეს გადაასწრო.

კალათბურთში უდიდესი მიღწევების გარდა, ბრაიანტს ოსკარიც აქვს. მისი “ძვირფასო კალათბურთო” 2018 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი გახდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები