Thumbnail
  • ბასკონია - ხიმკი 87:77
  • თორნიკემ ორმაგი დუბლი მიითვალა - 15-15 ქულა და მოხსნა.
  • შენგელია: ჩვენ გვჯერა, რომ პლეი ოფში გავალთ

ევროლიგის 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ რუსულ ხიმკის უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით დაამარცხა - 87:77. 

გუნდის ქართველმა კაპიტანმა, რომელიც არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, ტრადიციულად, კარგად ითამაშა - 28:12 წუთში შენგელიამ ორმაგი დუბლი მიითვალა - 15 ქულა და 15 მოხსნა.

ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 12-ჯერ ესროლა და 6-ჯერ ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 5-დან 3 ჩააგდო. ამასთან, 15 მოხსნა მოაგროვა - 3 მეტოქის ფარზე, რაც მატჩის საუკეთესო შედეგია.

თორნიკე შენგელიამ მოხსნებში პირადი რეკორდი დაამყარა - ევროლიგაში მისი საუკეთესო შედეგი აქამდე 13 მოხსნა იყო.

შენგელიას ანგარიშზეა 3 პასი და თითო ჩაჭრა და ბლოკი. მან ბურთი სამჯერ დაკარგა, ჯარიმა კი საერთოდ არ მიუღია (მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ). მარგი ქმედების კოეფიციენტით (28) შენგელია მატჩში საუკეთესო იყო - ენტონი გილს სტუმართა გუნდიდან 26 ჰქონდა.

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში სეზონში მე-5 ორმაგი დუბლი შეასრულა.

ბასკონია 11 მოგებითა და 13 მარცხით მე-9 ადგილზეა, პლეი ოფში კი 8 გუნდი გადის. მე-8 ადგილზე მყოფ მაკაბის 12 მოგება აქვს. 

თორნიკე შენგელია:

"ვფიქრობ, მატჩის MVP თავად გუნდი იყო. ჩვენ შესანიშნავი სამუშაო გავწიეთ დაცვაში და ასევე შეტევაში. ჩვენ ისევ ვცოცხლობთ და ვიბრძვით პლეი ოფისთვის. თუ ვინმეს არ სჯერა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია, უნდა გავიდეთ და მოედანზე დავუმტკიცოთ ეს. ჩვენ კი ყველას გვჯერა ამის და სათანადო რესურსიც გვაქვს"

კომენტარები

ბოლო ამბები