Thumbnail

AUS OPEN | ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა და ფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6 (7:1), 6:4, 6:3 როჯერ ფედერერი 
  • მელბურნში ქალთა ფინალისტთა ვინაობა გაირკვა

მსოფლიოს მე-2 ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის 2020 წლის პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია! სერბმა სამ სეტში დაამარცხა ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი როჯერ ფედერერი -  7:6 (7:1), 6:4, 6:3.

ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ფინალში კარიერაში მე-17-ედ გავიდა. 32 წლის სერბი ავსტრალიის ღია პირველობის მე-8 ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს, რაც შეეხება AUS OPEN-ის ნახევარფინალებს, ნოვაკმა 8-ჯერ ითამაშა და ყველა მატჩი მოიგო. ფედერერსა დაჯოკოვიჩს შორის ეს 50-ე დუელი იყო. 

როჯერ ფედერერს 20 მეიჯორი აქვს კარიერაში მოგებული

ფინალში ჯოკოვიჩი დომინიკ ტიმისა და ალექსანდერ ზვერევის დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდება. ჯოკოვიჩმა ფედერერს 2 საათსა და 15 წუთში მოუგო. თანაბარი ბრძოლა მეორე სეტის ბოლო გეიმამდე მიმდინარეობდა, რომელიც ჯოკოვიჩმა მეტოქის მოწოდებაზე მოიგო. 

ქალთა ფინალში გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) და სოფია კენინი (აშშ) გავიდნენ, მათ შესაბამისად, სიმონა ჰალეპი და ეშლი ბარტი დაამარცხეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები