Thumbnail
  • ვესტ ჰემი 0:2 ლივერპული
  • იურგენ კლოპის პირველი კომენტარი

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის გადმოტანილ მატჩში ვეტ ჰემმა ლონდონში ლივერპულს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. იურგენ კლოპის გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-15 გამარჯვებაა ჩემპიონატში, მას მერე, რაც ლივერპული მანჩესტერ სიტის სტუმრად 1:1 დაუზავდა. ახლა ლივერპული სიტის უკვე 19 ქულით უსწრებს!

35-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტი შეაგდო, ეს 27 წლის ეგვიპტელისთვის 66-ე გოლია ლივერპულის მაისურით ჩემპიონატში. სალაჰი კლუბის ბომბარდირთა ტოპ 5-ში შევიდა, მან ფერნანდო ტორესს გადაასწრო (65). სტუმართა მეორე გოლი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ანგარიშზეა. 

ამ სეზონში ლივერპულმა უკვე ყველა მეტოქეს მოუგო, რაც გუნდმა ისტორიაში პირველად მოახერხა. 

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "დღეს ჩვენი ფანები მღეროდნენ We’re going to win the league-ს. ფანებს შეუძლიათ ის იმღერონ, რაც სურთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერლიგა მოგებულია. გუნდში ასე ნამდვილად არ მიგვაჩნია. 

დღეს მხოლოდ სამი ქულის გამო ვარ ბედნიერი, თორემ თამაშით უკეთ გვმართებდა გარჯა. პასებშიც მოვიკოჭლებდით და დაცვაშიც. ბიჭები მთელი სეზონია, დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ - დღევანდელს კი ნორმალურ ფეხბურთად შევაფასებდი". 

კომენტარები

ბოლო ამბები