Thumbnail
  • MLS-მა ვაკო ყაზაიშვილს დაბადების დღე მიულოცა
  • ქართველი ფეხბურთელი 27 წლის გახდა

ამერიკის საფეხბურთო ლიგის ოფიციალურ გვერდზე ვაკო ყაზაიშვილის გოლების ვიდეო გამოქვეყნდა, რითიც MLS-მა ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე მიულოცა.

''დაბადების დღეს გილოცავთ, ვაკო'' - წერს MLS-ის ოფიციალური გვერდი. ქართველი ფეხბურთელი 27 წლის გახდა. უკვე სამი სეზონია, რაც ვაკო MLS-ში თამაშობს და სან ხოსეს ღირსებას იცავს. ქართველ ლეგიონერს 23 გოლი დაუგროვდა და თუ ამ სეზონში 10 გოლს გაიტანს, სან ხოსეს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები