Thumbnail

'წინ ბევრი გოლი და ასისტი გველის' - ქეცბაია და მატჩის გმირი ანანიძის დებიუტზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

კვიპროსში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა - თასის საპასუხო მერვედფინალში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა ოლიმპიაკოსი 3:0 დაამარცხა და ფინალისკენ სვლა განაგრძო. ამ შეხვედრის 56-ე წუთზე ჯანომ ნიკა კაჭარავა შეცვალა, მისი წყალობით მეტოქეს ფეხბურთელი გაუგდეს. 

ჯანოს დებიუტი მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ შეაფასა:

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი) - ჯანოს დებიუტზე: "ის შორს არის იმ ფორმისგან, როგორშიც ჩვენ გვსურს რომ იყოს. რაც არ არის გასაკვირი, მიზეზი თითქმის 2-თვიანი უთამაშებლობაა. არ ვიჩქარებთ, წინ საკმაოდ ბევრი თამაში გვაქვს". 

ლორიას უთამაშებლობაზე: "ლორია ტრავმირებული არ არის. სეზონში ბევრი თამაშია და ზოგიერთ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია. ჩვენ ყველა გვჭირდება".

ნიკოს კალცასი (1 გოლი, 2 ასისტი) - ჯანოზე: "ძალიან კარგი ბიჭი და ფეხბურთელია. ჩვენი სურვილია ის მალე შეერწყას გუნდს, რომ მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. წინ ერთმანეთში ბევრი გოლი და საგოლე პასი გველის". 

კომენტარები

ბოლო ამბები