Thumbnail

3 ოქრო რომიდან - ანტონ პლესნოის ტრიუმფი იტალიაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანტონ პლესნოიმ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა
  • ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულები და 3 ოქრო მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიგო. პლესნოიმ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად  ქულებიც დააგროვა.

96-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მან ატაცში მაქსიმალური შედეგი, 176 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში პლესნოის მაქსიმუმი 210 კილოგრამი იყო. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 386 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაშიც ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ღირსებას რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე კიდევ ერთი ძალოსანი დაიცავს: ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გავა.  საქართველოს ნაკრებს 5 მედალი დაუგროვდა: 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 3 ვერცხლის შოთა მიშველიძის ანგარიშზეა, ხოლო 2 ბრინჯაო გოგა ჩხეიძემ მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები