Thumbnail
  • საქართველო 3:1 გერმანია
  • საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო
  • ავთანდილ ასათიანის და ზვიად კუპატაძის კომენტარები

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის ნაკრებს 3:1 სძლიეს. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და მეკარემ კომენტარები გააკეთეს…

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

“ადრე ვამბობდი და დადასტურდა კიდეც, რომ გერმანიის ნაკრები გაძლიერებულია. როდესაც 5 თამაშიდან 5 გაქვს მოგებული, არ ნიშნავს რომ მეექვსესაც აუცილებლად მოიგებ. ამიტომ, ბოლომდე დახარჯვა იყო საჭირო და ჩვენ მზად აღმოვჩნდით ძლიერ გერმანიასთან სათამაშოდ. თამაში ვერ დავიწყეთ ისე, როგორც გვინდოდა, მაგრამ შემდეგ, გადავეწყვეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ. მთავარი იყო სამი ქულის მოპოვება. წინ კიდევ ორი მატჩია და თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ. გერმანია და კოსოვო, შესაძლოა, უფრო ძლიერები ჩანან, ვიდრე ავსტრია, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ერთი წუთითაც არ უნდა მოვდუნდეთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ”. 

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ნაკრების მეკარე)

“ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გერმანია გამართული გუნდია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. პირველ ტაიმში არ გვიმართლებდა, 5-ჯერ მაინც გავარტყით ბურთი ძელს, თუმცა შემდეგ გადავეწყვეთ და შევცვალეთ თამაშის სცენარი. წინ ავსტრიასთან მატჩია და ველით გულშემატკივრებს. მადლობა ყველას, ვინც მოდის და გვქომაგობს, მაგრამ არ არის სასიამოვნო, როდესაც ასე მცირე რაოდენობის გულშემატკივარი დადის საქართველოს ნაკრების თამაშზე”.

ფუტსალი: საქართველო 3:1 გერმანია

👌 გერმანია დამარცხებულია, წინ ავსტრიასთან თამაშია 🇬🇪 #ესშენიგუნდია 📋 ვრცლად მატჩზე: bit.ly/GEO_GER_FUT

Posted by popsport on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები