Thumbnail

ულტრასი ერთი დღით - დანიელე დე როსი რომას ფანად შეინიღბა და დერბის დაესწრო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დანიელე დე როსიმ დიდი ხნის ოცნება აისრულა
  • რომას ფანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იდგა მათ გვერდით

რომას ერთ-ერთი ლეგენდა დანიელე დე როსი რომაულ დერბის დაესწრო, როგორც ერთ-ერთი რიგითი ულტრასი curva sud-დან - მაკიაჟის წყალობით, რომაული კლუბის ფანებმა დე როსი ვერ იცნეს.

კვირას, "ოლიმპიკოზე" რომასა და ლაციოს დაპირისპირება 1:1 დასრულდა - ედინ ჯეკომ თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ ფრანჩესკო აჩერბიმ გათანაბრება შეძლო. 

სპეციალურად მომზადებულმა და კარგად შენიღბულმა 36 წლის დე როსიმ თამაშს ულტრასების ტრიბუნიდან უყურა. მომზადების პროცესი დანიელეს მეუღლემ, სარა ფელბერბაუმმა ინსტაგრამზე დადო:

"ნახეთ, რა ხდება, როცა თქვენი მეუღლე გადაწყვეტს, დაესწროს დერბის და თამაშს "სამხრეთის ტრიბუნიდან" უყუროს და ამით ოცნება აიხდინოს. მთელი დღე დავხარჯეთ, საათები მაკიაჟისთვის, მგონი, ბავშვებსაც ტრავმა მივაყენეთ, მაგრამ დანიელე ბავშვივით გახარებულია. მიყვარხარ", - დაწერა ინსტაგრამზე სარამ. 

დანიელე დე როსის ანგარიშზე 600-ზე მეტი მატჩია რომას მაისურით, მან რამდენიმე კვირის წინათ გამოაცხადა ფეხბურთიდან წასვლა, ბოლოს ის არგენტინულ ბოკა ხუნიორსში თამაშობდა. დე როსიმ 18 სეზონი გაატარა რომაულ კლუბში. "როცა ფეხბურთს თავს დავანებებ, თქვენ შეიძლება დამინახოთ ლუდით და სენდვიჩებით ტრიბუნაზე მეგობრების საგულშემატკივროდ მისული", - განაცხადა ცოტა ხნის წინათ დე როსიმ.

Here's the video of De Rossi in disguise watching the derby in Roma's curva. What’s funny is De Rossi actually told everyone that he’d do this one day, in his final press conference with Roma he said: “My love for Roma will never change, one day you might just see me sitting in the curva eating a panino & drinking a beer”

Posted by Italian Football TV on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები