Thumbnail
  • Tuttomercato: ბარსელონა დომენიკო ბერარდის გადაბირებას ცდილობს
  • იტალიელი ფორვარდი 24 მილიონი ევრო ღირს

სასუოლოს თავდამსხმელმა დომენიკო ბერარდიმ კარიერა, შესაძლოა, ბარსელონაში გააგრძელოს! ამის შესახებ იტალიური Tuttomercato წერს. 

იტალიელების ინფორმაციით, ახლა სწორედ 25 წლის ბერარდი გახდა კატალონიურ გრანდში გადასვლის კანდიდატებს შორის ფავორიტი. შეგახსენებთ, რომ ბარსას ლუის სუარესი სეზონის ბოლომდე დაუშავდა და მას შემდეგ ‘ბლაუგრანა’ ახალ ფორვარდს ეძებს. როგორც ირკვევა, ბარსელონამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები სასუოლოსთან და თუ ეს მართლაც ასეა, კატალონიელებს იტალიურ კლუბთან შეთანხმება არ გაუჭირდებათ.

ამ სეზონში ბერარდიმ საკლუბო დონეზე 17 მატჩში იასპარეზა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 3 საგოლე პასია. ბერარდის სასუოლოსთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი ფასი ამ დროისთვის 24 მილიონი ევროა.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ შარშან, ასევე იანვარში, ბარსელონამ სასუოლოდან კევინ-პრინს ბოატენგი წაიყვანა, რომელიც ახლა ფიორენტინაშია...

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები