Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატი | სტრონგმენების დიდი ბრძოლა და სამი ჩემპიონი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჩემპიონი სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდა
  • ჩემპიონები: ჯიმშერ ჭელიძე, აკო ფიფია, ჭაბუკა ჭიღლაძე

თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი სტრონგმენის ორ მოძრაბაში: მოუხერხებელი მორი და შტანგის ამოწევა. თუ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტრონგმენს, კოტე ჯანაშიას არ ჩავთვლით, ტურნირში უძლიერესმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ჭაბუკა ჭიღლაძემ, რომელიც უკვე საერთაშორისო ტურნირებზეც ასპარეზობს.

შეჯიბრი დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ჯიმშერ ჭელიძე გახდა, 105 კილოგრამში პირველი ადგილი აკო ფიფიამ დაიკავა, მძიმე წონაში კი პირველობა არავის დაუთმო ჭაბუკა ჭიღლაძემ.

90 კგ: 1. ჯიმშერ ჭელიძე, 2. ნუკრი ჯაში, 3. გაგა ჭინჭარაული, 3. ნიკა ხომერიკი

105 კგ: 1. აკო ფიფია, 2. ლუკა ჩიკვილაძე, 3. თამაზ კალთაგიანი

+105 კგ: 1. ჭაბუკა ჭიღლაძე, 2. დავით როგაჩოვი, 3. დავით ჭოხონელიძე 

ავთანდილ ახვლედიანი (საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაციის პრეზიდენტი): “პირველად ჩავატარეთ საქართველოს ჩემპიონატი ორ მოძრაობაში: მოუხერხებელი მორი და შტანგის ამოწევა სტრონგმენის სტილით. ამ სახეობებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ტარდება. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ სპირტსმენებს მიეცემათ შანსი, საერთაშორისო ასპარეზზე გამოიჩინონ თავი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს, რომლის დახმარებითაც ჩვენს სპორტსმებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის მოსამზადებლად კარგი პირობები აქვთ. რაც შეეხება ამ ჩემპიონატს: საერთო დონე აშკარად აწეულია, გაზრდილია მონაწილეთა რაოდენობა და ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება”.

ჭაბუკა ჭიღლაძე (საქართველოს ჩემპიონი): “სპორტსმენების დონე გაზრდილია, ტურნირი კი ძალიან კარგად ჩატარდა. პროგრესი სახეზეა და ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ძლიერი სპორტსმენებით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩემ გამარჯვებას: კარგად ვიყავი მომზადებული და არ გამკვირვებია. 28 თებერვალს, უკრაინაში ძალიან საინტერესო ტურნირი შედგება და ჩემი შემდეგი მიზანი იქ წარმატებით ასპარეზობაა. ეს იქნება მთიელთა თამაშების ძველი სკოლა, სადაც 18 უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მოლოდინი მაქვს, რომ იქაც ჩემპიონი გავხდები”.

აკო ფიფია (საქართველოს ჩემპიონი): “დიდი კონკურენცია იყო, თუმცა კარგად მოვემზადე შეჯიბრისთვის და ველოდი პირველი ადგილის დაკავებას. მინდა მადლობა გადავუხადო კონკურენტებს, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას, რომელმაც ამ ტურნირს ორგანიზება გაუწია და ასევე, ყველა პარტნიორს, ვინც გვერდში დაგვიდგა. ვემზადები შემდეგი ნაბიჯისთვის, კერძიდ კი უკრაინის მსოფლიო თასზე უნდა მივიღო მონაწილეობა და ვეცდები გავამართლო იმედები”.

კომენტარები

ბოლო ამბები