Thumbnail
  • საქართველო 3:1 გერმანია
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევრო 2022-ის შესარჩევი მოგებით დაიწყო
  • გერმანიას გოლები სებისკვერაძემ, თალესმა და ჯვარაშვილმა გაუტანეს

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანიის ნაკრებს ანგარიშით 3:1 სძლიეს.

ფუტსალი: საქართველო 3:1 გერმანია

👌 გერმანია დამარცხებულია, წინ ავსტრიასთან თამაშია 🇬🇪 #ესშენიგუნდია 📋 ვრცლად მატჩზე: bit.ly/GEO_GER_FUT

Posted by popsport on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2020

ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში ურიგოდ არ დაიწყო და მეტოქის კართან სახიფათო მომენტებსაც მრავლად ქმნიდა, მაგრამ მეხუთე წუთისთვის ანგარიში მაინც გერმანელებმა გახსნეს - კუპატაძეს მანუელ ფიშერმა გაუტანა. 

გათანაბრებმა არჩილ სებისკვერაძემ მე-11 წუთისთვის, მას შემდეგ მოახერხა, რაც საჯარიმოს შემდეგ გამოვარდნილ ბურთს შორი მანძილიდან ზუსტად დაამატა.

ქართველი ფეხბურთელების დიდი უპირატესობის მიუხედავად (ბურთი გერმანელთა კარის ძელს 5-ჯერ მოხვდა), ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა. 

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-11 წუთზე გაათანაბრა
📸 | სფფ

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა მეორე ტაიმში, კუთხურის გათამაშების შემდეგ მოახერხა. რონინიოს მოწოდების შემდეგ, თალეს ფეიტოსამ შორი მანძილიდან ერთი შეხებით, ეფექტურად გაიტანა - 2:1.

აქედან ორიოდე წუთში მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო ვახტანგ ჯვარაშვილმა გაზარდა, რომელმაც სიმი საიოტის დარტყმის შემდეგ, მეკარისგან მოგერიებულ ბურთს დაამატა - 3:1.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარისა და კაპიტნის, ზვიად კუპატაძის საიმედო თამაში.

📺 ვიდეო: საქართველო 3:1 გერმანია

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო F ჯგუფში გერმანიის, ავსტრიისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად გამოდის. პირველ ტურში კოსოვომ ავსტრიას ანგარიშით 4:2 მოუგო და ჯგუფის ლიდერია.

ასათიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს, კოსოვო კი გერმანიას დაუპირისპირდება.

საქართველო 3:1 გერმანია

გოლები: 0:1 ფიშერი (5'), 1:1 სებისკვერაძე (11'), 2:1 თალესი (29'), 3:1 ჯვარაშვილი (31').

საქართველო ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: კუპატაძე (მ), რონინიო, საიოტი, თალესი, სებისკვერაძე.

სათადარიგოები: ჯამბურია (მ), გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს ნიდერლანდებში, ამსტერდამსა და გორნინგენში გაიმართება და მასში კონტინენტის 16 ნაკრები იასპარეზებს. ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად ორი საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის გავლაა საჭირო და საქართველოს ნაკრებსაც F ჯგუფში გამარჯება სჭირდება, რათა მეორე ეტაპზე პირდაპირ მოხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები