Thumbnail
  • დინამო ბათუმი 3:1 რადნიჩკი ნიში
  • გია გეგუჩაძის გუნდმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა
  • სერბულ გუნდს გოლები თევდორაძემ, მამუჩაშვილმა და ცინცაძემ გაუტანეს 

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გუნდი ბელეკში სერბეთის სუპერლიგის გუნდს, ნიშის რადნიჩკის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

დინამოს შემადგენლობიდან გოლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა, ვაკო თევდორაძემ და მათე ცინცაძემ გაიტანეს.

📺 ვიდეო: დინამო ბათუმის გოლები რადნიჩკისთან ტესტ-მატჩში

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ლევჩენკო (შოვნაძე) - მელიავა (ნავალოვსკი), ობოაბონა (კობახიძე), გაგოშიძე (ფაცაცია), ჩალაძე - ტეიდი (ცინცაძე), მამუჩაშვილი - ვაგნერ (გაფრინდაშვილი), წიქარიძე (ვინისიუსი), თევდორაძე (მანჯგალაძე) - ჯოვინო (დვალიშვილი).

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბათუმელები შეკრებაზე ვისლა კრაკოვთან სპარინგ-მატჩში ფრეს (1:1) დასჯერდნენ, თურქეთში გამგზავრებამდე კი გორის დილასთან ანგარიშით 5:2 გაიმარჯვეს.

დინამო ბათუმი თურქულ შეკრებაზე 3 თებერვლამდე მოემზადება და კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას 1-ელ თებერვალს, პლოვდიდის ლოკომოტივთან გამართავს. 

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები