Thumbnail
  • მილანი იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა
  • რაფაელ ლეაომ იბრას საგოლე გადაცემა გაუკეთა

მილანმა იტალიის თასის მეოთხედფინალში ტორინოს 4:2 მოუგო და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. დამატებით დროში მილანმა ჩალჰანოღლუსა და იბრაჰიმოვიჩის გოლებით მოიგო.

ზლატანს საგოლე გადაცემა 20 წლის შემტევმა, რაფაელ ლეაომ გაუკეთა, რომელიც საკუთარ პასს ინსტაგრამის სთორიში გამოეხმაურა: "PLAYSTATION-ში ზლატანს ვირჩევდი და მასთან ერთად ვთამაშობდი. დღეს, საგოლე გადაცემა გავუკეთე. არასდროს შეწყვიტოთ ოცნება".

მილანი იტალიის თასის ნახევარფინალში ტურინის იუვენტუსს შეხვდება. მატჩი 12 თებერვალს გაიმართება - შეხვედრის მთავარი ინტრიგა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები