Thumbnail

'რომ არა მამაჩემი, აქ არ ვიქნებოდი' - სტივენ ბერხვეინი ტოტენჰემის ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნიდერლანდების ნაკრებისა და პსვ-ის გარემერბი ლონდომის ტოტენჰემში გადავიდა
  • 22 წლის ფეხბურთელი ერიკსენის ნომრით ითამაშებს და კეინის საქმეს შეასრულებს
  • სტივენ ბერხვეინი წარმატებული კარიერის გამო მამას ემადლიერება

პსვ ეინდჰოვენის 22 წლის მარცხენა გარემარბი სტივენ ბერხვეინი ტოტენჰემ ჰოთსპურის ფეხბურთელია. ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური ტვიტერი იუწყება.

ჟოზე მოურინიოს გუნდს წინა ხაზში ფეხბურთელი სასწრაფოდ ჰარი კეინის ტრავმის გამო დასჭირდა, რომელმაც შესაძლოა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატიც კი გამოტოვოს.

ტოტენჰემს ბერხვეინის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, თავად სტივენმა კი ახალ კლუბში 23-ნომრიანი მაისურა აირჩია. შეგახსენებთ, რომ 23 ნომრით ტოტენჰემის ღირსებას მანამდე დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი იცავდა, რომელიც ამ ზამთარს მილანის ინტერში გადაბარგდა.

სტივენი ჟოზე მოურინიოს გუნდში უკვე ვარჯიშობს

"ვფიქრობ, რომ ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც ტოტენჰემია, ბრწყინვალე ტრანსფერია. შევეცდები, გუნდისა და კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო. მიმაჩნია, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. აქ წარმოუდგენელი ატმოსფეროა, თითოულ მატჩზე კი სტადიონები გადავსებულია. მსურს გოლების გატანა, საგოლე გადაცემების შესრულება.

13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად პსვ-ში მოვხვდი. დილის 6 საათზე ვდგებოდი, მივდიოდი ვარჯიშზე, შემდეგ ვბრუნდებოდი სკოლაში, დღის 3-4 საათამდე. და ასე მეორდებოდა ყოველდღე. როდესაც ვარჯიშზე ვიმყოფებოდი, იმ დროს მამაჩემს ავტომობილში ეძინა. მადლობელი ვარ მისი ყველაფრისთვის, რაც მაშინ ჩემთვის გააკეთა. რომ არა ის, დღეს აქ არ ვიქნებოდი.

პატარაობაში მოურინიოს ვარჯიშებს ვუყურებდი, ახლა კი მისი ხელმძღვანელობით ვითამაშებ. თვითრწმენა მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ძლიერი ვარ და შევძლებ ამ კლუბს მაქსიმუმი მივცე. ეს ტრანსფერი - ჩემთვის ოცნების ახდენა და პატივია", - განაცხადა ფეხბურთელმა ტრანსფერის შემდეგ.

მოურინიომ ტოტენჰემის თავდასხმის ხაზი გააძლიერა

სტივენ ბერხვეინმა მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და 10 საგოლე პასის ავტორი გახდა. ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 9 მატჩია.

ჟოზე მოურინიოს გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 24 მატჩის შემდეგ 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში “დეზები” მანჩესტერ სიტის, 2 თებერვალს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები