Thumbnail

ინტერთან შეთანხმება მიღწეულია - გაბიგოლი სამშობლოში დარჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაბრიელ ბარბოსამ ინტერის რიგები ოფიციალურად დატოვა
  • ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს

ფლამენგომ ინტერთან მოლაპარაკებები დაასრულა. ბრაზილიურმა კლუბმა გაბრიელ ბარბოსა 2024 წლის ზაფხულამდე გაიფორმა. კოპა ლიბერტადორესისა და ბრაზილიის სერია A-ს გამარჯვებულმა გუნდმა გაბიგოლის ტრანსფერი გააოფიციალურა.

ფლამენგომ 23 წლის შემტევში 20 მილიონი ევრო გადაიხადა. ბარბოსა ლიბერტადორესისა და ბრაზილიის სერია A-ს ბომბარდირი გახდა. მან 58 მატჩში 43 გოლი გაიტანა. გაბიგოლი 2019 წლის ლიბერტადორესის ფინალის გმირი გახდა - ბოლო 3 წუთში 2 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები