Thumbnail
  • პედრო როდრიგესს ჩელსიში სათამაშო პრაქტიკა აკლია
  • რომას 32 წლის ესპანელის შეძენა იანვარშივე სურს

პედრო როდრიგესს ლონდონის ჩელსიში მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდი ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა, სათამაშო დროის სიმცირე ესპანელისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა.

Football Italia-ის ინფორმაციით, რომა 32 წლის ფეხურთელით დაინტერესდა. იტალიურ კლუბს ბევრი მოთამაშე ტრავმირებული ყავს და კრიზისი აქვს. კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რამდენიმე მოთამაშის დამატება მოასწრონ.

პედროს "არისტოკრატებთან" კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება. მას კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება შეეძლება. სწორედ ამიტომ რომში ფიქრობენ, რომ ფორვარდის შეძენა ახლა საკმაოდ იაფად შეიძლება და ჩელსისაც ურჩევნია მოთამაშე გაყიდოს, ვიდრე ზაფხულში უფასოდ გაუშვას.

პედრო ჩელსის 2015 წლის ზაფხულში ბარსელონადან 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. მან პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ 5 მატჩში ითამაშა, სადაც თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. 

კომენტარები

ბოლო ამბები