Thumbnail

'ამ სპორტში ასეთი რამ არ მინახავს' - ინსტაგრამ-მოდელი კობის ბანერით გამოჩნდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნახევრადშიშველი კინსი ვოლანსკი ამჯერად თოვლში გაიჭრა
  • სპორტულმა საზოგადოებამ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალისას გაიცნო

სკანდალურად ცნობილი ინსტაგრამ-მოდელი კინსი ვოლანსკი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

საცურაო კოსტუმში გამოწყობილი 23 წლის ამერიკელი ამჯერად ავსტრიულ შლადმინგში მიმდინარე მსოფლიო თასს ესტუმრა და ფინიშის ხაზზე მაშინ გაიჭრა, როდესაც ერთ-ერთი სამთომოთხილამურე დისტანციას ასრულებდა. კინსის ხელში სპეციალური ბანერი ეჭირა, რომელზეც კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო წუხილი იყო გამოთქმული (RIP Kobe).

"ჩვენს სპორტში ასეთი რამ არასდროს მინახავს", - განაცხადა შევიცარიელმა სამთომოთხილამურე რამონ ცენჰაუზერნმა, რომელიც იმ დროისთვის ლიდერი გახლდათ და მოვლენებს უშუალოდ ფინიშის ხაზთან აკვირდებოდა. 

სპორტულმა საზოგადოებამ ვოლანსკი გასული წლის 1 ივნისს ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს გაიცნო. კინსი მინდორზე მაშინაც ნახევრადშიშველი გავარდა, რის გამოც ლივერპულისა და ტოტენჰემის მატჩი ცოტა ხნით იყო შეწყვეტილი.

კინსის მორიგმა გამოხტომამ მისი პოპულარობის დონე კიდევ უფრო გაზარდა, ტვიტერზე მისი ხელმომწერების რაოდენობა კი 55 000-ით გაიზარდა.

“გააკეთეთ ის, რაც ერთი შეხედვით გაშინებთ. გამოდით საკუთარი კომფორტის ზონიდან. მე სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვცხოვრობ, რომელიც გულს მიჩქარებს”, - დაწერა ვოლანსკიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა 26 იანვარს, კალიფორნიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. მათ გარდა ბორტზე კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ვერავინ გადარჩა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები