Thumbnail

'ბექა კეთილი გოლიათი იყო' - თანაგუნდელი ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მორაგბეზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

26 წლის ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი, რომელიც ფედერალ ერთის გუნდის ღირსებას იცავდა, საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგედია 26 იანვარს მოხდა. ბექა გრაულეტუაში 2014 წლიდან ასპარეზობდა. პოპსპორტი გრაულეტუაში ბექა ბურდიაშვილის თანაგუნდელს, ალეკო კაიკაციშვილს დაუკავშირდა. იგი ბექაზე გვესაუბრა და ტრაგედიის დღე გაიხსენა.

'ხალხს უანგაროდ ეხმარებოდა. მხიარული და კეთილი ადამიანი იყო, რომელსაც ყველა აფასებდა'

ალეკო კაიკაციშვილი: "შოკირებული ვართ, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ბექას ეს შეემთხვა. ახლაც მიჭირს ამის დაჯერება. ის ყველას უყვარდა. კეთილი, ვაჟკაცი, მხიარული ადამიანი იყო, რომელსაც ყველა აფასებდა. ხალხს უანგაროდ ეხმარებოდა.

კეთილი გოლიათი იყო. არნახული ძალა ჰქონდა. უმაღლეს დონეზე თამაში შეეძლო, თუმცა სულ ტრავმები ჰქონდა. ბოლოს მეუბნებოდა, დავიღალე ამდენი ტრავმისგანო. ფეხის კუნთი გაუწყდა და 3 თვე ვერ თამაშობდა. იმ დღეს სტადიონზე ბრუნდებოდა - დერბი გვქონდა ლავოგის წინააღმდეგ.

ბექა მეზობელ ქალაქ ალბიში ცხოვრობდა. დილას მივწერე, 08:26-ზე, თამაშისწინა ვარჯიშის დრო რომ დამეზუსტებინა. მაშინვე მომწერა, მითხრა, რომ მეც ვითამაშებო. ვუთხარი, ძალიან მაგრად დაბრუნდები-მეთქი. ვარჯიშზე მწვრთნელმა თქვა, ალბის გზაზე ავარიაა და ბექა, სავარაუდოდ, ამის გამო აგვიანებსო. ჩვეულებრივად ვივარჯიშეთ და ვარჯიშის შემდეგ ასეთი ამბავი გავიგეთ."

ტრაგედიის გამო მატჩი გადაიდო. ბექას ოჯახისთვის მისამძიმრების შემდეგ, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო მატჩიდან შემოსული თანხა მის ოჯახს გადაერიცხება და ასევე საფრანგეთში გაიხსნა ანგარიში, სადაც მოგროვილი თანხაც ასევე ოჯახს გადაეცემა.

კლუბის პრეზიდენტმა, გაი ლაპორტიმ განაცხადა, რომ ბექა რაგბით ცხოვრობდა და რაგბისთვის ცხოვრობდა. 'მატჩისთვის ვემზადებოდით, როდესაც ეს ამბავი გავიგეთ. მძიმე დარტყმაა გუნდისთვის. ბექა ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოთამაშე იყო,' - აღნიშნა გუნდის მწვრთნელმა, ჟან კრისტოფ ბაკამ. ბექა ბურდიაშვილმა გრაულეტუაში 4 სეზონი ითამაშა და 46 მატჩში იასპარეზა.

Pour accueillir un maximum de personnes demain, le lieu est déplacé, rendez-vous au Forum.

Posted by Sporting club Graulhetois on სამშაბათი, 28 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები