Thumbnail
  • ჩემპიონები ლუკა ღაღანიძე და გიორგი დიდია გახდნენ
  • ერთკვირიან კემპში 5 ქართველი მოფარიკავე იყო ჩართული

ქართველი მოფარიკავეების ტრიუმფით დასრულდა ქუვეითში გამართული საერთაშორისო ტურნირი.

ქუვეითის ფარიკაობის კლუბის ორგანიზებით ჩატარებულ შეჯიბრზე, რაპირაში, ქართულ ფინალში ლუკა ღაღანიძემ ლაშა გალუაშვილი დაამარცხა, ხოლო დაშნაში ჩემპიონი გიორგი დიდია გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირამდე, ქუვეითში ჩატარებულ ერთკვირიან კემპში მონაწილება ხუთმა ქართველმა მოფარიკავემ მიიღო.

ადგილობრივ და ეგვიპტელ სპორტსმენებთან ერთად ერთობლივი წვრთნები რაპირისტებმა ღაღანიძემა და გალუაშვილმა, ასევე დაშნით მოფარიკავეებმა: დიდიამ, ლადო ხვედელიძემა და საბა ბიწაძემ, მწვრთნელ დავით არველაძესთან ერთად გაიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები