Thumbnail

ConIFA 2020 | დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ითამაშებს, დე ფაქტო აფხაზეთი - არა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • წელს ConIFA-ს მსოფლიო თასი ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდება
  • ტურნირში მონაწილეობას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ნაკრები მიიღებს
  • ოკუპირებული აფხაზეთის გუნდს სარეიტინგო ქულები დააკლდა   

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციამ (ConIFA), რომელიც არაღიარებული ქვეყნების ნაკრებებისთვის ტურნირების ორგანიზებითაა დაკავებული, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა.

ConIFA-ს მსოფლიოს თასი 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 16 არაღიარებული რესპუბლიკის, მათ შორის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ნაკრები მიიღებს. ტურნირში არ გამოვა საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის გუნდი.

მიზეზი, რის გამოც ტურნირში დე ფაქტო აფხაზეთის ნაკრები არ ითამაშებს, საკვალიფიკაციო მატჩებისა და სარეიტინგო ქულების არასაკმარისი რაოდენობაა.  

დე ფაქტო აფხაზეთის ნაკრები ConIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა 

ამ ტურნირს სხვაგვარად "არაღიარებულ სახელმწიფოთა ნაკრებების მსოფლიოს ჩემპიონატს" უწოდებენ. სხვათა შორის, 2016 წელს, ConIFA-ს მსოფლიოს თასს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ უმასპინძლა, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. შარშან კი ConIFA-ს ევროპის თასი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალში დე ფაქტო დასავლეთ სომხეთს მოუგო.

დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია ConIFA 2013 წელს შეიქმნა და ის აერთიანებს მსოფლიოს 50-ზე მეტ ნაკრებს, რომლებიც ოფიციალურად არ არიან ფიფასა და კონტინენტურ კონფედერაციებში გაწევრიანებულნი. ორგანიზაციის შტაბბინა შვედეთში მდებარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები