Thumbnail
  • ალექსანდერ ზვერევი 1:6, 6:3, 6:4, 6:2 სტენ ვავრინკა
  • ზვერევი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდა

ჰამბურგელი ალექსანდერ ზვერევი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს - 22 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს მე-7 ჩოგანია, მეოთხედფინალში შვეიცარიელი სტენ ვავრინკა 1:6, 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა. როგორც ანგარიშიდან ხედავთ, ზვერევმა პირველი სეტი თითქმის უშანსოდ წააგო, მაგრამ მეორე სეტიდან მოიპოვა უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვა. 

ზვერევი პირველი გერმანელია ტომი ჰაასის შემდეგ (2009, უიმბლდონი), რომელმაც დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში გააღწია! 

ნახევარფინალში, რომელიც პარასკევს გაიმართება, ზვერევი ან რაფაელ ნადალს შეხვდება (ATP 1), ანაც ავსტრიელ დომინიკ ტიმს (ATP 5). 22 წლის ჰამბურგელს ორივე მათგანთან ნეგატიური ბალანსი აქვს. ბოლო გერმანელი, რომელიც დიდი სლემის ფინალში ითამაშა, რაინერ შიუტლერი გახლდათ (2003, ავსტრალიის ღია პირველობა).

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები