Thumbnail

'ის მორწმუნე კათოლიკე იყო' - ტრაგედიამდე, კობი ბრაიანტი ეკლესიაში მივიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კობი ბრაიანტის ტრაგედიაზე ნიუ პორტ ბიჩის ეკლესიის პასტორმა ისაუბრა
  • მისი თქმით, კობი შვეულმფრენით გაფრენამდე წირვაზე იმყოფებოდა
  • მათ კობის ზიარების შესახებ ისაუბრეს

სანამ კობი ბრაიანტი 13 წლის შვილთან და კიდევ 7 ადამიანთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპებოდა, დილით ეკლესიაში მივიდა და ილოცა.

“კობი ბრაიანტი ჩვენთან ხშირად დადიოდა. ეს არის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკურ ეკლესია ნიუპორტ ბიჩზე, კალიფორნიაში. კვირას დილით, 7 საათზე, კობი ჩვენს ეკლესიაში მოვიდა და ილოცა,” - პასტორი სტივ სელოტის სიტყვებს ციტირებს CNN, - “ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და მე დავინახე, რომ მას ზეთისცხების კვალი ეტყობოდა, რადგან მის შუბლზე ნაკურთხი წყალი შევამჩნიე.”

პასტორის თქმით, 41 წლის ბრაიანტი და მისი ოჯახი ნიუ პორტ ბიჩის ეკლესიას ხშირად სტუმრობდნენ, ასობით ადამიანთან ერთად ლოცულობდნენ და არასდროს ცდილობდნენ, ყურადღება მიექციათ.

კობი ბრაიანტის რწმენის შესახებ კითხვას პასტორი ასე პასუხობს: “იგი ნამდვილად რწმენის კაცი იყო”.

ეპოსკოპოსმა ტიმოთი ფრეიერმა სამშაბათს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეო-პოსტში ასევე ისაუბრა კობი ბრაიანტის შესახებ და კალათბურთის ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდა მოიხსენია, როგორც “მორწმუნე კათოლიკე, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი და ღმერთი.”

“კობი ბრაიანტი ეკლესიაში ყოველთვის უკან ჯდებოდა, რათა არავის შეემჩნია. მას არ უნდოდა წირვაზე ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ სურდა, რომ ადამიანებს ლოცვის დროს ყურადღება მასზე გადაეტანათ და ღმერთზე ნაკლებად ეფიქრათ,” - აღნიშნა ეპისკოპოსმა პოსტში.

Saludos de Roma. Estaba orando por uds en las misas.

Posted by Timothy Freyer on სამშაბათი, 28 იანვარი, 2020

პასტორი სტივ სელოტი კობი ბრაიანტს კვირის პირველი წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვდა. “იმავე კარში შევდიოდი, რომლიდანაც კობი გამოდიოდა. ჩვენ ცოტა ხანს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მიეღო ზიარება.

ეკლესიიდან წასვლის შემდეგ კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი გაფრინდნენ შვეულმფრენით, რომელიც ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად სულ 9 ადამიანი დაიღუპა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები