Thumbnail

კობის შვეულმფრენის კატასტროფა - ცხედრები ნაპოვნია, გამოძიების პირველადი დასკვნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაიანტის შვეულმფრენის ბორტზე მყოფი ცხრავე პირის ცხედარი ნაპოვნია
  • გამოძიებამ მომხდართან დაკავშირებით პირველი დეტალები გაასაჯაროვა

კობი ბრაიანტის შვეულმფრენის ავიაკატასტროფის ადგილზე, 9-ვე დაღუპული პირის ცხედარი ნაპოვნია. ცხედრები ლოს ანჯელესის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში გადაასვენეს, სადაც გამომძიებლები ფორმალურად დაადგენენ დაღუპულთა ვინაობას. 

კობი ბრაიანტი პირადი შვეულმფრენით დიდ ხნის განმავლობაში სარგებლობდა

შეგახსენებთ, რომ NBA-ს 41 წლის ლეგენდა კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯინა 26 იანვარს, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. კატასტროფას ჯამში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შვეულმფრენი ქალაქ თაუზანდ-ოუკსში მიფრინავდა, სადაც "მამბას" აკადემიაში საკალათბურთო მატჩი უნდა გამართულიყო. შვეულმფრენმა კატასტროფა ქალაქ კალაბასასთან განიცადა, რის მიზეზად უამინდობა და ძლიერი ნისლი დასახელდა.

ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 3 არასრულწლოვანი იყო. დაღუპულები არიან: კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტი, კალათბურთის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი ალისა, კალათბურთის მწვრთნელი კრისტინა მაუზერი, სარა ჩესტერი და მისი ქალიშვილი პაიტონი, მფრინავი არა ზობაიანი.

კატასტროფას კობი ბრაიანტთა ერთად, მისი 13 წლის ქალიშვილიც ემსხვერპლა

გამოძების მთავარი ვერსია

კატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება, სავარაუდოდ, წელიწადს გასტანს, რის შემდეგაც მომხდართან დაკავშირებით სრული სურათი დაიდება, ამჟამად კი გამომძიებლები ყველაზე სარწმუნო ვერსიას ასახელებენ.

შვეულმფრენის კატასტროფის ადგილზე ცხედრებს რამდენიმე დღე ეძებდნენ

როგორც აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელმა ჯენიფერ ჰომენდიმ ბრიფინგზე განაცხადა, შვეულმფრენი დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, ვარდნის ხანგრძლივობამ კი ჩამოვარდნამდე წუთი შეადგინა. ბოლო მომენტში პილოტი ცდილობდა, საფრენი აპარატი ღრუბლების ფენიდან გამოეყვანა. შვეულმფრენი მარცხნივ გადაიხარა, რის შემდეგაც ავიადისპეჩერების კავშირი ბორტთან გაწყდა.

გამოძიებლები კატასტროფის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შვეულმფრენში ჰაერში რაიმე სახის დაზიანება არ ჰქონდა. ცნობილია, რომ ბორტზე არ იყო ფრენის მონაცემთა რეგისტრატორი - "შავი ყუთი". ასევე, შვეულმფრენი არ იყო აღჭურვილი სისტემით, რომელიც პილოტს სახიფათო ზონაში ყოფნისა და დაბრკოლებასთან შეჯახების რისკის შესახებ აფრთხილებს.

📋 მეტი ამ თემაზე:

კობი ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. ლეგანდარული კალათბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში (1996-2016 წლებში) ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთად 5-ჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა, ორჯერ - ფინალური სერიის MVP. კობი 18-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

კომენტარები

ბოლო ამბები