Thumbnail

საქართველოს უკვე 5 მედალი დაუგროვდა - ჩხეიძის 2 ბრინჯაო რომიდან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გოგა ჩხეიძემ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა
  • ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა, გოგა ჩხეიძემ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა და ბრინჯაოს 2 მედალს დაეუფლა.

67-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მან ატაცში მაქსიმალური შედეგი, 133 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში ჩხეიძის მაქსიმუმი 158 კილოგრამი იყო, რაც ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 291 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს 5 მედალი დაუგროვდა: 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 3 ვერცხლის შოთა მიშველიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ღირსებას რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე კიდევ 2 ძალოსანი დაიცავს: ანატოლი პლესნოი და ლაშა ტალახაძე.

გოგა ჩხეიძის გამოსვლა რომში მსოფლიო თასზე

გოგა ჩხეიძის გამოსვლა რომში მსოფლიო თასზე ქართველმა ძალოსანმა ბრინჯაოს 2 მედალი მოიგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 28 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები