Thumbnail

ESPN-ის წამყვანის ემოციური ისტორია კობის და მისი ქალიშვილის შესახებ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ემოციური მონოლოგი ESPN-ზე
  • ელი დანკანმა კობი ბრაიანტთან შეხვედრა გაიხსენა

ESPN-ის წამყვანმა ელი დანკანმა გადაცემის წაყვანისას 2 წლის წინ ტელევიზიის სტუდიაში კობი ბრაიანტთან შეხვედრა გაიხსენა... დანკანის ემოციურ მონოლოგს უცვლელად გთავაზობთ.

ელი დანკანი: "ყველა ყვება პერსონალურ ისტორიას კობის შესახებ და მოდი მეც მოვყვები...

კობის ერთხელ შევხვდი, ESPN-ის ერთ-ერთი გადაცემის სტუდიაში შემხვდა, მაშინ 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი და როდესაც ფოტოს გადასაღებად მივედი, გახარებულმა მკითხა 'როგორ ხარ? გოგოა თუ ბიჭი?' ვუთხარი, რომ გოგოა 'ჰო, გოგოები საუკეთესოები არიან!' - მიპასუხა...

თვითონ 3 გოგოს მამა იყო და მითხრა, რომ გოგოს გაზრდა საოცარი პროცესია 'გოგოები განსაკუთრებულები არიან!' გამიმეორა კიდევ ერთხელ. შემდეგ მითხრა, რომ ის და მისი მეუღლე მეოთხე შვილზეც ფიქრობდნენ, მე კი ვკითხე - 'ისევ გოგო რომ იყოს?' დაფიქრების გარეშე მიპასუხა, რომ მზად იყო კიდევ 5 გოგოს მამა გამხდარიყო 'გოგოების მამიკო ვარ' ესე განმიცხადა.

ბოლოს შვილებზეც ვისაუბრეთ და მითხრა, რომ მისი უფროსი გოგო შემდგარი ფრენბურთელი იყო, უმცროსი ახალშობილი, აი შუათანა კი ასე დაახასიათა 'ოჰ, ეგ ნამდვილი მონსტრია, ცხოველი, მის ასაკში ასეთი ძლიერი არ ვიყავი, საოცარი ნიჭი აქვს!' - ეს შუათანა კი რა თქმა უნდა არის ჯიჯი... ამ ამბის შემდეგ, ერთადერთი რაც ცოტათი მახარებს არის ის, რომ ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, როგორიც თვითონ უყვარდა თავის თავი - გოგოების მამა!"

კომენტარები

ბოლო ამბები