Thumbnail

კობი ბრაიანტის პოსტერი თბილისის ქუჩებში - პატივისცემა ლეგენდის ხსოვნას

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისში, ჟვანიას მოედანზე და პეკინზე კობი ბრაიანტის პოსტერს ყველა შეამჩნევდა
  • პოპსპორტმა გაარკვია, ვის ეკუთვნის ეს იდეა

კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, თბილისში, ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე, სარეკლამო მონიტორებზე ლეგენდარული კალათბურთელის პოსტერი გამოჩნდა. ცხადია, რომ ეს კობის ხსოვნის პატივსაცემად მოხდა.

პოპსპორტმა გაარკვია, ვის ეკუთვნის ეს იდეა. ლეგენდის ტრაგედიას თბილისში კომპანია ‘ჯი-ჯეი ჯგუფი’ გამოეხმაურა და ეს არ არის სარეკლამო კამპანია.

გუგა გიორგობიანი ('ჯი-ჯეი ჯგუფის' დამფუძნებელი): “მე და ჩემ მეგობრებს მონიტორები გვაქვს, სადაც კომპანიების ვიდეო რგოლებს ვუშვებთ. ამ ტრაგედიამ ყველა შეგვძრა და სურვილი გაგივჩნდა, ამ ფორმით გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება კობი ბრაიანტისადმი. ის ნამდვილი ლეგენდა და უდიდესი სპორტსმენი იყო.

კობი ბრაიანტი სპორტში იგივეა, რაც მაგალითად ბობ მარლი და 2Pac იყვნენ მუსიკაში, ან იოჰან კრუიფი ფეხბურთში. ვერ გეტყვით, რომ კალათბურთის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, უფრო მეტად ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ კობი ლეგენდა იყო და ამიტომ, ძალიან იმოქმედა ამ ტრაგედიამ. ჟვანიას მოედანზე და პეკინზე გავუშვით კობის სხვადასხვა ფოტოები და როდესაც ეს გავაკეთეთ, თითქოს ცოტა მოგვეშვა, შეგვიმსუბუქდა გული.

გუშინ დილას გავუშვით კობი ბრაიანტის ფოტოები, შემდეგ მოვიწამლე და ძირითადად მეძინა. გვიან ჩავხედე ტელეფონს და გავოცდი, უამრავი ზარი იყო შემოსული, ბევრი მწერდა და გვაქებდა. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ფორმით გამოგვეხატა პატივისცემა ლეგენდის ხსოვნის მიმართ”.

ძალიან კარგია 😍 ყოჩაღ!

Posted by Levan Kuparadze on სამშაბათი, 28 იანვარი, 2020

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები