Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:1; 7:6 მილოშ რაონიჩი
  • ნოლეს 18 ბრეკ-პოინტი ჰქონდა და მხოლოდ ორი გამოიყენა
  • სპეციალური წარწერა ნოლეს ფეხსაცმელზე, კობის პატივსაცემად

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კანადელი მილოშ რაონიჩი სამ სეტში დაამარცხა (6:4, 6:3, 7:6). მატჩი არცთუ ისე იოლი გამოდგა, როგორც ეს ანგარიშიდან ჩანს - ჯოკოვიჩს რაონიჩის დასამარცხებლად თითქმის სამი საათი დასჭირდა.

რაონიჩი ერთ-ერთი საუკეთესო მომწოდებელია და ნოლესთანაც ეისებში უპირობო უპირატესობა ჰქონდა. კანადელმა 18 ეისი მოაწოდა, ჯოკოვიჩმა კი მხოლოდ - 4. სამაგიეროდ რაონიჩი მოწოდებაზე უფრო ხშირად ცდებოდა - მან 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნოლემ კი ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა.

მთელი მატჩის მანძილზე ჯოკოვიჩმა მხოლოდ ორჯერ მოიგო რაონიჩის ჩაწოდება, თუმცა ბევრი ბრეკ-პოინტი ჰქონდა. ნოლემ 18 ბრეკ-პოინტიდან მხოლოდ 2 გამოიყენა. ეს იმის დამსახურებაა, რომ როგორც აღვნიშნე, რაონიჩიი კარგად აწვდის და თავის მოწოდებაზე ბრეკ-პოინტების დაცვას წარმატებით ახერხებდა. საკუთარ მოწოდებაზე ჯოკოვიჩს პრობლემა არ ჰქონია - პირველ მოწოდებაზე ბურთების 86% მოიგო (60 70-იდან) და მეტოქეს მხოლოდ ორი ბრეკ-პონტი მისცა, რომელიც ორჯერვე კარგად დაიცვა. რაონიჩს ჯოკოვიჩის მოწოდების მოგების სხვა შანსი არ ჰქონია.

გათამაშებაში ჯოკოვიჩს უპირობო უპირატესობა ჰქონდა - მან მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაშინ, როცა რაონიჩს 48 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთ-ერთი ის სუპერათლეტი იყო, რომელმაც გარდაცვლილი კობი ბრაიანტის მიმართ პატივისცემა განსაკუთრებულად გამოხატა. ინსტაგრამზე დამშვიდობების შემდეგ, რომელშიც ნოლე კობის მეგობარს და მენტორს უწოდებს, კორტზე იგი სპეციალური სპორტული ფეხსაცმლით გამოვიდა, რომელსაც კობის ნომრები, 8 და 24 ეწერა. 

ნახევარფინალში სუპერმატჩი გველის - ჯოკოვიჩი ფედერერის წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები