Thumbnail

ტოტენჰემის ახალი ტრანსფერი - ჟოზემ ჰოლანდიის ნაკრების წევრი დაიმატა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტოტენჰემის ახალი ფეხბურთელი
  • სპურსი მალე ჰოლანდიის ნაკრების წევრს წარადგენს...

ტოტენჰემ ჰოთსპურმა €30 მილიონ ევროდ პსვ ეინდჰოვენის ფლანგელი - სტივენ ბერგვეინი დაიმატა. ჰოლანდიური კლუბის სპორტული დირექტორი - ტოონ ხერბრანდსი ამბობს, რომ კლუბებმა შეთანხმებას ორშაბათს მიაღწიეს.

22 წლის შემტევში მიღებული თანხის ნაწილით, €7 მილიონ ევროდ პსვ კრისტალ პალასის ჰოლანდიელის - პატრიკ ვან ანჰოლტის დამატებას ეცდება. ჰოლანდიის ნაკრების წევრი ბერგვეინი მარცხენა ფლანგის ფეხბურთელია, თუმცა 10 ნომერზეც შეუძლია თამაში.

ტოტენჰემის ახალი სატრანსფერო პოლიტიკა ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა ორიენტირებული, კლუბმა ზაფხულში 23 წლის ნდომბელე და ლო ჩელსო დაიმატა, ასევე რაიან სესენიონი და ჯეკ კლარკი (ორივე ცხრამეტი) და წელს 21 წლის ბენფიკას ნახევარმცველი - ჟედსონ ფერნანდეში.

კომენტარები

ბოლო ამბები