Thumbnail
  • როჯერ ფედერერი 6:3, 2:6, 2:6, 7:6 (10:8), 6:3 ტენის სანდგრენი
  • როჯერ ფედერერის მეტოქე ნახევარფინალში მილოშ რაონიჩი ან ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება

როჯერ ფედერერმა (ATP 3) მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთი უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა. შვეიცარიელის მეტოქე ამერიკელი ტენის სანდგრენი (ATP 100) იყო.

ხუთსეტიან მატჩში, რომელიც 3 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა, ფედერერმა პირველი სეტის მოგება მარტივად მოახერხა - 6:3, რის შემდეგაც როჯერმა ზედიზედ 2 სეტი ერთნაირი ანგარიშით დათმო - 2:6, 2:6. მეოთხე სეტში სანდგრენი მატჩის მოსაგებად 7-ჯერ აწვდიდა, თუმცა ფედერერმა შვიდივე მოწოდება მოიგო და მეოთხე სეტში ტაიბრეიკზე გაიმარჯვა 7:6 (10:8).

შვეიცარიელმა ბოლო სეტში პირველის მსგავსად 6:3 იმარჯვა და ავსტრალიის ღია პირველობის მიმდინარე გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი გახდა. მისი მეტოქე კანადელ მილოშ რაონიჩსა და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ხუთსეტიანი მატჩი ჩაატარა. მან 1/16 ფინალში ჯონ მილმანსაც ხუთ სეტში სძლია.

''ერთს გეტყვით, ხანდახან გამართლებაც გჭირდებათ. ზოგჯერ თამაშს ვერ აკონტროლებ. მე უბრალოდ იმედი მქონდა, რომ ის გამარჯვების მომტან ჩაწოდებას ვერ განახორციელებდა. მატჩის გაგრძელებასთან ერთად წნეხიც მომეხსნა და თავს უკეთ ვგრძნობდი. გამარჯვება არ დამიმსახურებია, მაგრამ აქ დგომით ძალიან ბედნიერი ვარ'' - განაცხადა როჯერმა მატჩის დასრულების შემდეგ.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები