Thumbnail

სიკვდილის წინ კობი ბრაიანტმა შაკილ ო’ნილის შვილს მიწერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კობი ბრაიანტის დაღუპვამ მთელი მსოფლიო შეძრა
  • ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მან შაკილ ო’ნილის შვილს მიწერა
  • უმცროსმა ო’ნილმა მიმოწერა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა

კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კალათბურთის ლეგენდამ ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება შაკილ ო’ნილის შვილს, შარიფს გაუგზავნა. ეს ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. 20 წლის უმცროსმა ო’ნილმა მისი და კობის მიმოწერა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ისინი ხშირად წერდნენ ერთმანეთს, ბოლო შეტყობინებები კი კვირას, ტრაგედიის დღესაა გაგზავნილი.

"You good fam?", - წერს კობი შაკის შვილს, რაც ქართულად ასე შეიძლება ვთარგმნოთ: “ყველაფერი კარგადაა, მეგობარო?”

ეს მესიჯი კობიმ შარიფს კალიფორნიიის დროით 8:19-ზე გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ ბრაიანტის შვეულმფრენი 9 საათსა 6 წუთზე, 47 წუთის შემდეგ აფრინდა. 

"Yeah! Just been getting this work in trying to figure out my next move. How you been?", - პასუხობს ო’ნილი. ქართულად: “კი! ახლა ვცდილობ, ამ საქმეში ჩემი მომდევნო ნაბიჯი მოვიფიქრო. შენ როგორ ხარ?”

შაკილ ო’ნილის შვილმა კობის ეს შეტყობინება 10:58-ზე გაუგზავნა - ამ დროს ბრაიანტი უკვე გარდაცვლილი იყო.

უმცროსი ო’ნილი შეძრწუნებულია იმით, რომ კობის შეტყობინება უფრო ადრე არ წაიკითხა და ვეღარ უპასუხა. “ვისურვებდი, რომ არ ჩამძინებოდა. ასეთ შემთხვევაში შენთან ლაპარაკს შევძლებდი…” - წერს შარიფ ო’ნილი ინსტაგრამზე.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები