Thumbnail

3 ვერცხლი რომიდან - მიშველიძე ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შოთა მიშველიძემ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა
  • ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ქულები და 3 ვერცხლი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ რომში ძალოსნობის მსოფლიო თასზე იასპარეზა და 3 ვერცხლის მედალი მოიგო. მიშველიძემ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად  ქულებიც დააგროვა.

61-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მან ატაცში მაქსიმალური შედეგი, 131 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო აკვრაში მიშველიძის მაქსიმუმი 155 კილოგრამი იყო. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 286 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაშიც ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ღირსებას რომში მიმდინარე მსოფლიო თასზე კიდევ 3 ძალოსანი დაიცავს: გოგა ჩხეიძე, ანატოლი პლესნოი და ლაშა ტალახაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები