Thumbnail

ნაგვის ყუთში ქაღალდის ჩაგდებიდან დაწყებული, ეზოს თამაშებში, სკოლაში, კოლეჯსა თუ პროფესიულ სპორტში მუდამ გაიგონებთ, ვიღაც რომ ამბობს: "კობი". ბრაიანტის თამაშმა იგი ლეგენდად აქცია. ამ სტატიაში მისი კარიერის რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ნახავთ, რომლებმაც კობის ლეგენდა შექმნეს.

ბარნსს კობის შეშინება არ გამოუვიდა

მეტ ბარნსი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა და ხისტი მოთამაშის და ქუჩის ბიჭის იმიჯი ჰქონდა. 2010 წელს, თამაშის დროს, კობის და ბარნსს ფიზიკური და მენტალური დუელი ჰქონდათ. ბარნსმა კობის შეშინება გადაწყვიტა და ბურთის სახეში მორტყმის იმიტაცია გააკეთა. კობის თვალიც არ დაუხამხამებია!

Try me - კობი დუაიტ ჰოვარდს

ამ ორ მოთამაშეს ერთმანეთი არასოდეს ყვარებიათ. ლეიკერსში ჰოვარდის წარუმატებელი სეზონის დროს, მათ არაერთი კონფლიქტი ჰქონდათ. შემდეგ სეზონში ჰოვარდი უკვე ჰიუსტონში გადავიდა და პირველივე თამაში ლეიკერსთან ძალიან ცხელი გამოვიდა. ჰოვარდის იდაყვებს კობიმ ირონიულად უპასუხა - Try me - ანუ, კარგად მოსინჯე ერთი, რა შემიძლიაო.

კობის დანქი ლებრონზე 

კობის 'ოლ სტარზე' თამაში ძალიან უყვარდა. ყველა ვარსკვლავის მატჩებში ის თავის შემტევ არსენალს სრულყოფილად აჩვენებდა. ბევრ დიდ მომენტს შორის ერთი გამოირჩევა - 2011 წელს, კობიმ ლებრონს გადაატენა, შემდეგ კი სამქულიანი ჩააგდო - ეს მისი მომენტი იყო.

კონფლიქტი თანაგუნდელებთან

2014 წლის სეზონი ლეიკერსისთვის ძალიან რთული იყო. კობი ამას განიცდიდა. ერთ-ერთ ღია ვარჯიშზე, რომელსაც პრესაც იღებდა, კობი თანაგუნდელებს დაუპირისპირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკ იანგმა განაცხადა, რომ ერთი ერთზე მას ვერავინ აიყვანდა. კობი ჯერ ნიკ იანგს დაესხა თავს, შემდეგ ლუ უილიამსს და დანარჩენ გუნდელებსაც, რომელთაც სუსტები უწოდა. კობი არც ლეიკერსის მენეჯერის, მიტჩ კაპჩაკის კრიტიკას მოერიდა. გასაგებია, NBA-ში წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ ზედმეტად კეთილი ხარ.

უიგინსი კობის მოძრაობას იყენებს და მას ეს მოწონს

კობის ჰქონდა იმის უნარი, მეტოქის კლასი დაეფასებინა. ასე მოხდა მინესოტასთან თამაშის დროს. ახალგაზრდა ენდრიუ უიგინსმა ბრაიანტს თავად კობის მოძრაობით და სროლით ჩაუგდო. კობიმ უიგინსი პარკეტზევე შეაქო, რაზეც ახალგაზრდა ვარსკლავმა უპასუხა: 'ეს მოძრაობა შენგან ვისწავლე.'

კობის ყველა სროლა ბოლო წამებზე

მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა, ვისაც გუნდი ბოლო წამზე სროლას ანდობს. კობი მათ შორის პირველ ადგილზეა. კარიერის მანძილზე მას უამრავი ასეთი სროლა აქვს ჩაგდებული. ყველამ იცის, რომ კობი ისვრის, თუმცა დაცვა ვერაფერს ახერხებს. კობი იღებს ბურთს, ისვრის და აგდებს და ასე თამაშიდან თამაშამდე.

📋 წყაროThe Guardian

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები