Thumbnail

სასჯელი კობი ბრაიანტის სკანდალის გახსენებისთვის - Washington Post-ის რეაქცია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გამოცემამ ჟურნალისტი დასაჯა, რომელმაც ბრაიანტს სექსუალური ძალადობის ბრალდება გაუხსენა
  • ჟურნალისტის ტვიტს უკიდურესად უარყოფითი რეაქცია მოყვა

Washington Post-მა დროებით შეუჩერა აკრედიტაცია რეპორტიორს, რომელმაც კობი ბრაიანტის სიკვდილის შემდეგ ძველი მასალა  Daily Beast-დან "ტვიტერზე" გამოაქვეყნა, სადაც ლაპარაკი იყო სექსულაური ძალადობის საქმეზე, რომელიც კობი ბრაიანტის წინააღმდეგ აღიძრა. 

ფელისია სონმესი "პოსტის" ეროვნული პოლიტიკის რეპორტიორია, კვირას მან ტვიტერზე  Daily Beast-ის 2016 წლის მასალა გამოაქვეყნა: "კობი ბრაიანტის საქმე - შემაშფოთებელი ამბავი გაუპატიურებაზე, დნმ მტკიცებულებები და სანახევროდ კონფესიული აღიარება".  

სონმესმა ეს ინფორმაცია მაშინ განაახლა, როცა მთელმა მსოფლიომ კობი ბრაიანტის სიკვდილის შესახებ შეიტყო. მან მოგვიანებით ეს ტვიტი წაშალა, ისევე, როგორც გაღიზიანებული ფანების მუქარით სავსე პოსტების სქრინები. 

"ყოველი საჯარო პირი უნდა გვახსოვდეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მიუხედავად იმისა, რამდენად უყვართ ის ფანებს", - დაწერა მოგვიანების სონმესმა.

"ვაშინგტონ პოსტის" მენეჯერ-რედაქტორმა ტრეისი გრანტმა განაცხადა, რომ ფელისია სონმესს დროებით შეუჩერდა აკრედიტაცია, ხოლო გამოცემა განიხილავს, რამდენად დაააზიანა ჟურნალისტის საქციელმა "პოსტის" ნიუსრუმის სოციალური მედიის პოლიტიკა. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა დარღვევა იგულისხმება. ფელისია სონმესის ტვიტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ძალიან ბევრი ადამიანი მისი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტმა კარიერა ლოს ანჯელეს ლეიკერსში გაატარა, ის კალათბურთიდან 2016 წელს წავიდა. NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი ისედაც მოხვდებოდა დიდების დარბაზში, თუმცა მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მოვლენები დააჩქარა. შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიჯი შვეულმფრენის კატასტროფას შეეწირნენ. 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები