Thumbnail

დიდების დარბაზში, უკვე 2020 წელს - კობი ბრაიანტს NBA დააფასებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2020 წელს დიდების დარბაზში კობი ბრაიანტს შეიყვანენ
  • მასთან ერთად დიდების დარბაზში ტიმ დანკანი და კევინ გარნეტიც მოხვდებიან

ლეგენდარულ მოთამაშე კობი ბრაიანტს, რომელიც 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, უკვე 2020 წელს შეიყვანენს კალათბურთის დიდების დარბაზში - ამტკიცებს NBA-ს ინსაიდერი შემს ჩარანია "ტვიტერზე". ბრაიანტთან ერთად, დიდების დარბაზში ტიმ დანკანსა და კევინ გარნეტს შეიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტმა კარიერა ლოს ანჯელეს ლეიკერსში გაატარა, ის კალათბურთიდან 2016 წელს წავიდა. NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი ისედაც მოხვდებოდა დიდების დარბაზში, თუმცა მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მოვლენები დააჩქარა. შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიჯი შვეულმფრენის კატასტროფას შეეწირნენ. 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები