Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის შეიკრიბა
  • ლევან მაისაშვილმა საფრანგეთში გამართულ შეკრება შეაფასა

ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 1 თებერვალს „დინამო არენაზე“ რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ.

მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, ''ბორჯღალოსნებმა'' 20-22 იანვარს 34-კაციანი შემადგენლობით შეკრება საფრანგეთში გაიარა. შაბათ-კვირას მორაგბეებმა კლუბებში ითამაშეს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდნენ და სანაკრებო შეხვედრისთვის ემზადებიან. მანდელიუს სამდღიანი შეკრებით კმაყოფილია ლევან მაისაშვილი:

ლევან მაისაშვილი: შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მობილიზებული იყო და შეკრებით კმაყოფილი ვარ. ამ სამი დღის განმავლობაში სულ 5 ვარჯიში გვქონდა, ძირითადად შეტევის სქემებზე, დერეფანზე. ბიჭებმა გაიცნეს შერკინების ახალი მწვრთნელი ალექსანდრე კასტოლა. ეს შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლეგიონერების ნაწილი თბილისში სამშაბათს ჩამოდის და სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მხოლოდ ერთხელ ესწრება.

შეკრებაზე ყველა ის მორაგბე შედის, ვინც საფრანგეთში იყო. წლის დასაწყისია, მხოლოდ ერთ თამაშზე გათვლას ვერ გავაკეთებდით და მნიშვნელოვანია, რომ სრულმა ბირთვმა გაიაროს მზადება, მიუხედავად იმისა, ითამაშებს თუ არა ყველა მათგანი პირველ ორ შეხვედრას. ჩვენმა მეტოქეებმა გაცილებით ადრე დაიწყეს მზადება და აუცილებელია, რომ ყველა თამაშს მაქსიმალურად მომზადებული და შეთამაშებული შევხვდეთ.

ახლა სრულად რუმინეთზე ვართ კონცენტრირებული, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი ენდი რობინსონი ჰყავს, რომელსაც ინგლისის და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, მის ხელში რუმინეთის ნაკრებს ბევრი სიახლე ექნება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენს დასახულ მიზნებს გავართვათ თავი და საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ''

შეკრებაზე არიან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი, 4-5), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), გიორგი კვესელაძე (ჯიქი, 12), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), მირიან მოდებაძე (აია, 11, 14, 15), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები