Thumbnail
  • AllRugby-მ ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდები შეადგინა
  • ორივე ტურნირის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველები მოხვდნენ

სარაგბო ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილებიც ცნობილია, სადაც ქართველი მორაგბეების გუნდებიც ითამაშებენ. AllRugby-მ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური შეაფასა და ორივე ტურნირის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში თითო ქართველი მორაგბე შეიყვანა.

ჩემპიონთა თასის სიმბოლურ ნაკრებში ლევან ჩილაჩავა მოხვდა, რომლის მონპელიემაც ბოლო ტურში ირლანდიურ კონახტისთან 35:29 მოიგო. ჩილაჩავამ მე-3 წუთზე ლელოც დადო, თუმცა მისი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ჩილაჩავას მსგავსად, სამი ნომრის პოზიციაზე, ჩელენჯ ქაფის სიმბოლურ ნაკრებში ლექსო ყაულაშვილი მოხვდა. ბორდომ ბოლო ტურში ზურა ჟვანიას უოსპსი სტუმრად 27:0 გაანადგურა. ყაულაშვილი გამოცემის რჩეული გახდა. შეხვედრაში ქართული ლელოც დაიდო, რომელიც ბექა გორგაძის ანგარიშზეა.

ბექა გორგაძის ლელო

🏉 ბექა გორგაძის ლელო ინგლისურ „უოსპსთან“ ჩელენჯ თასზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 20 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები