Thumbnail
  • სეტონ ჰოლის მწვრთნელი სანდრო მამუკელაშვილზე
  • 20 წლის ქართველი ლეგიონერი სათამაშოდ მზად არის

NCAA-ს კლუბ სეტონ ჰოლის მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი მზად არის სათამაშოდ, ქართველმა კალათბურთელმა დეკემბერში მაჯის ძვალი გაიტეხა, თუმცა დეპოლთან ოთხშაბათის მატჩისთვის თამაში შეუძლია.

სანდრო მამუკელაშვილი ამ სეზონში: 10.9 ქულა, 4.7 მოხსნა.

The Athletic ამტკიცებს, რომ სეტონ ჰოლის მწვრთნელი კევინ უილიარდი არ იჩქარებს სანდროს ჩართვას მატჩებში:

კევინ უილიარდი: "ბიგ ისტის მატჩებში დიდი ფიზიკური დატვირთვებია, არ მინდა, რომ სანდრო ეგრევე ამ ბრძოლაში ჩავრთო და ამით მისი თვითრწმენა დავაზიანო. მისთვის გამოვძებნი ცოტ-ცოტა დროს, რომ სათამაშო რითმი დაიბრუნოს. უფრო შორს ვიხედები, ჩემი სურვილია, მამუკელაშვილი ჩვეულად თებერვლის ბოლოს ათამაშდეს".

გამოცემის აზრით, სანდრო დეპოლთან არ ითამაშებს და მას უილიარდი პირველად შაბათს ქსავიერის წინააღმდეგ მატჩში გამოიყვანს. მწვრთნელს არ ეჩქარება, რადგან გუნდი ქართველი ფორვარდის გარეშეც კარგად თამაშობს.

სანდრო ჯერჯერობით სკამიდან ამხნევებს თანაგუნდელებს

"მამუკელაშვილი უნიკალური ტალანტია, ის  სამქულიანების საუკეთესო მსროლელია (43.5%) გუნდში. სანდროს შეუძლია გუნდი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანოს. თუ ის შეძლებს ფორმის დაბრუნებას და დარჩება ჯანმრთელი, სეტონ ჰოლის დამარცხება თითქმის შეუძლებელი იქნება", - წერს გამოცემა.  

კომენტარები

ბოლო ამბები