Thumbnail

გაუქმებული ექაუნთები - იანისი კობი ბრაიანტის დაღუპვას გლოვობს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იანის ანტეტოკუნმპომ Twitter და Instagram გააუქმა
  • ბრაიანტის სიკვდილმა NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დაამწუხრა

NBA-ს ბოლო სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპომ კობი ბრაიანტის სიკვდილი მძიმედ გადაიტანა, მილუოკი ბაკსის ბერძენმა სუპერვარსკვლავმა სოციალური მედიის ყველა ექაუნთი გააუქმა. მისი Twitter-ისა და Instagram-ის ოფიციალური გვერდები აღარ იძებნება. 

📋 ყველაფერი კობის ტრაგედიაზე:

ნობილია, რომ იანისი და კობი სეზონის წინ ერთადაც ვარჯიშობდნენ, კობი იანისის დიდი გულშემატკივარი იყო და მან ერთ-ერთმა პირველმა მოულოცა 2018/19 წლების სეზონის MVP-ის ტიტული. 

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსის ლეგენდა კობი ბრაიანტი 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. კობისა და მისი 13 წლის ქალიშვილის გარდა, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები

ბოლო ამბები