Thumbnail

ოძეკის ტიტული დაკარგა და წავიდა - რისთვის იბრძოლებს ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 33 წლის გოეიდომ ინტაი გამოაცხადა
  • ტოჩინოშინის სავარაუდო პოზიცია ახალ რეიტინგში

2020 წლის პირველი ბაშო დასრულებულია, ტოკიოში იმპერატორის თასი მოულოდნელმა რიკიშიმ მოიპოვა - მე-17 მაეგაშირა ტოკუშორიო ყველასთვის მოულოდნელი გამარჯვებულია. აი, ქართველი ყოფილი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კი ბაშოს უარყოფითი, 5-10 ბალანსით დაემშვიდობა. 

ტოჩინოშინი სავარაუდოდ, მე-11 მაეგაშირა გახდება.

24 თებერვალს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება, რომელშიც 32 წლის ტოჩინოშინი დასავლეთის მე-6 მაეგაშირას სტატუსსაც დაკარგავს და ელიტური დივიზიონის ფსკერამდე ჩაეშვება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტის ბაშოზე მას მაკუუჩი დივიზიონში პოზიციის დაცვაც შეიძლება მოუწიოს. 

მარტის ბაშო 8-22 რიცხვებში ქალაქ ოსაკაში გაიმართება. ბაშო დასრულდა და კიდევ ერთმა ოძეკიმ დაკარგა ტიტული - გოეიდომ უარყოფითი ბალანსით დაასრულა სუპერტურნირი, მაგრამ უკან დაბრუნებისთვის ბრძოლის ნაცვლად, იაპონელმა სუმოისტმა სპორტული კარიერის დასრულება (ინტაი) გამოაცხადა! 33 წლის გოეიდო ოძეკის რანგში 2014 წლიდან მოყოლებული ჭიდაობდა. მან ერთხელ (2016 წ) მოიგო იმპერატორის თასი. გოეიდო სამწვრთნელო კარიერას იწყებს სუმოში.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (2004 წ.) ტოჩინოშინი, გოეიდო, მასუტო, კაისეი

რაც შეეხება, გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი), ის მაკუშიტას დივიზიონის მე-9 ნომერი იყო. ქართველი სუმოისტი ორი წაგების შემდეგ ბაშოდან მოიხსნა, მას 0-7 ბალანსი გაუფორმდა, ასე რომ, მესამე დივიზიონში მნიშვნელოვნად დაიხევს რეიტინგში. 

კომენტარები

ბოლო ამბები